ჩაჟაში – თამარის საზაფხულო და საზამთრო რეზიდენცია

  • უშგულის თემი ხუთი სოფლისგან შედგება. ესენია: ჟიბიანი, ჩვიბიანი, ლამჯურიში, ჩაჟაში და მურყმელი.

უშგულში სულ 40-მდე სვანური კოშკი, 8 ტაძარი, 87 მაჩუბი და 2 მუზეუმია.
უშგული შხარას ძირში ენგურისა და ქვიშარის შესართავთან, 2200 მეტრზე მდებარეობს. სწორედ აქედან იღებს სათავეს მდინარე ენგური, რომელიც შემდგომში  სვანეთის მთელ ტერიტორიას გადის…

თამარის საზაფხულო რეზიდენცია

სოფელი ჩაჟაში სვანურად „ცხენების სადგომს“ ნიშნავს. ლეგენდის თანახმად, უშგულში ასული თამარ მეფე ცხენებს ამ სოფელში აჩერებდა. თამარ მეფეს ცხოვრების უმეტესი ნაწილი სვანეთში გაუტარებია… ჩაჟაშშია თამარ მეფის საზაფხულო (ლინკვერ) და საზამთრო (სუფარ) რეზიდენციები. თამარის საზაფხულო კოშკებთან წმინდა გიორგი სახელობის ტაძარი დგას. ამავე სოფელშია მაცხოვრის ტაძარი. ჩაჟაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *