საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 258 303 ადამიანი

  • 19 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამურად ჩატარდა 883 570 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 258 303 ადამიანი. აღნიშნულ მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ბოლო 24 საათში 26 363 ადამიანი აიცრა.

ამასთან, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 58 ადამიანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *