სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 315 შემთხვევა გამოვლინდა

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 270 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან სამეგრელო-ზემო სვანეთში 315 შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 258 303 ადამიანი

19 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამურად ჩატარდა 883 570 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 258 303 ადამიანი. აღნიშნულ მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ბოლო 24 საათში 26 363 ადამიანი აიცრა. ამასთან, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 58 ადამიანი.