ვაქცინაციაზე რეგისტრაციას იუსტიციის სახლებიც შეძლებენ

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციას მოქალაქეები დღეიდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც შეძლებენ. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ვაქცინაციაზე დარეგისტრირების მსურველები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა ეწვიონ ან დარეკონ სატელეფონო ცენტრში – 2 405 405 სერვისი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 18:00 საათამდე იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი; შაბათს და კვირას...

ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე – 15 22

პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე – 15 22. ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ვაქცინაცია მიმდინარეობს მესტიის საავადმყოფოში

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, 4 მაისიდან კოვიდ ვაქცინაცია სინოფარმზე მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებში. ვაქცინაცია მიმდინარეობს მესტიის საავადმყოფოში (მის: ილია გაბლიანის №13). ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/ რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო...