Svaneti DMO ჩინეთში,​ “ITB China 2026”-ზეა წარმოდგენილი

  • ​Svaneti DMO ჩინეთში,​ “ITB China 2026”-ზეა წარმოდგენილი, რომელიც აზიის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ მოვლენად ითვლება.

Svaneti DMO-ს ინფორმაციით, წელს, ამ გამოფენაზე საქართველო განსაკუთრებული, პარტნიორი ქვეყნის სტატუსით არის წარდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას და მათ შორის სვანეთს, ორმაგად დიდი ყურადღება და საუკეთესო საგამოფენო სივრცე აქვს დათმობილი.

უწყების ცნობით, უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, “Svaneti DMO” უნიკალურ პოტენციალს გააცნობს გამოფენაზე მოსულ ვიზიტორებს.