აბიტურიენტები, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მოიპოვეს, მესტიაში დაისვენებენ

აბიტურიენტები, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მოიპოვეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, პირველ მოადგილესთან, ნინო ვიბლიანთან ერთად უმასპინძლა. ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ლუკა მებონიამ მათემატიკაში უმაღლესი 51 ქულა დააგროვა, ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა თამარ აბშილავამ და ჯვარის მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა დავით ჭანტურიამ კი, უცხო ენაში მაქსიმალური მონაცემი 80 ქულა აიღეს. სახელმწიფო რწმუნებულმა...

სეს-მა მესტიაში 3 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა, 7 ობიექტში კი ვადაგასული სურსათის განთავსების ფაქტები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვებისა და სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. მესტიის მუნიციპალიტეტში სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა სახელმწიფო კონტროლი 42 ობიექტში განახორციელეს. "გამოვლინდა 28 სამართალდარღვევა, მათ შორის, 3 ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ხოლო 7 ობიექტში აღინიშნა ვადაგასული სურსათის (ტკბილეული, რძის ნაწარმი, ხორცპროდუქტები) განთავსების...

შვეიცარიის ელჩის, პატრიკ ფრანცენის ვიზიტი მესტიაში

შვეიცარიის ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი მესტიას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ელჩი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს ნინო ვიბლიანს და მესტიის მერს კაპიტონ ჟორჟოლიანს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის განიხილეს შვეიცარიის მიერ დაფინანსებული პროექტები, რომელიც რეგიონში ხორციელდება და სამომავლო გეგმები დასახეს. საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან...