ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსსაავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილოგზების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული ინტენსიური ორდღიანიგაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-ე კილომეტრზე (კალა-იფარი)ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-ე კილომეტრზე (კალა-იფარი) მდინარე ენგურმა რკინა-ბეტონის ხიდს გამოურეცხა მარცხენა ბურჯი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანპსორტის მოძრაობა.

მესტიაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 122-ე (ბეჩო-ლატალი) კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე, წუხელ გვიან ღამით ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა, რის გამოც, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო.

მესტიის მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ180-კმ184 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, 1 აპრილის 21:00 სთ-იდან 2 აპრილის 09:00-სთმდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ზუგდიდი-მესტიის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ186-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უწყების ცნობით, ამავე გზის, კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი...