გიორგი ტერუნაშვილი-მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფლობა ჩემთვის უდიდესი პატივი იქნება

მასწავლებლის "ეროვნული ჯილდოს" კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. შერჩეულ 10 მასწავლებელს შორის არის გიორგი ტერუნაშვილი – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ჩვენი საქართველოს და ქართულის მასწავლებელი. ბატონი გიორგი ასევე პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელია...

მესტიელი მასწავლებელი „ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ათეულშია

განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 10 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ...

მესტიელი პედაგოგი კონკურსის „Tech-განმანათლებელი“ ფინალისტია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სასკოლო აქტივობების კონკურსის „Tech-განმანათლებელი“ ფინალისტები გამოვლინდნენ. კონკურსში საქართველოს საჯარო სკოლების რამდენიმე ათეულმა მასწავლებელმა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. მათ წარმოადგინეს ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული განხორციელებული პროექტები და აქტივობები, რომელთა ფარგლებშიც მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესის მიღმა ჩაერთვნენ ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. ჟიურიმ პრიორიტეტი მიანიჭა...