ვიტორიო სელა და სვანეთი

  • იტალიელმა მოგზაურმა, მეცნიერმა და ფოტოგრაფმა ვიტორიო სელამ არაერთი ფოტო მიუძღვნა სვანეთს.

ის იყო ერთ-ერთი პირველთაგანი უცხოელებს შორის, რომელმაც აღბეჭდა ფირზე ხალხური რელიგიური დღესასწაულები, სვანეთის ლანდშაფტები, ზვიადი მთები, კულტურული და რელიგიური ძეგლები და დღესასწაულები, ერთი სიტყვით, სვანეთის ცხოვრების თითქმის ყველა დეტალი. ფოტოხელოვანი სვანეთში ფირზე არა მარტო მთებს და კოშკებს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასაც აღბეჭდავდა. სვანი ქალის უნიკალური ფოტოსთვის რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ ვიტორიო სელა წმინდა ანას ორდენით დააჯილდოვა.

ვიტორიო სელას ფოტომასალა, კავკასიური ექსპედიციების ასეულობით ნეგატივი, დღიურები და პუბლიცისტური წერილები დაცულია სელას ფონდში იტალიის ერთ-ერთ ქალაქში და ალპური ფოტოგრაფიის ინსტიტუტში. სელას ფონდის მიერ გადაცემული რამდენიმე ნამუშევარი, რომელიც სვანეთს ეძღვნება, დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *