ნინო ვიბლიანი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ დაინიშნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ ნინო ვიბლიანი დაინიშნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამისს განკარგულებას სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ ხელი დღეს, მოაწერა. ნინო ვიბლიანი აქამდე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოსტს იკავებდა, ის აღნიშნულ თანამდებობაზე 2018 წლის აგვისტოს დაინიშნა. 2012-2018 წლებში ნინო ვიბლიანი მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი იყო...

ნინო ვიბლიანი: მესტიის მიმართულებით გზის გაწმენდა უკვე მიმდინარეობს და დღის ბოლომდე მოძრაობა აღდგება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო მოძრაობა აკრძალულია. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ნინო ვიბლიანის განცხადებით, არსებულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე სოფელ დიზთან, ძლიერი წვიმების შედეგად  ჩამოსულია მეწყერი...