გასტრონომიული, სათავგადასავლო და ეკოტურიზმი ერთ სივრცეში

ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზებები ვითარდება. სვანეთის რეგიონი, ბუნებრივად შთამბეჭდავი ადგილია და შესაბამისად ტურისტული პოტენციალი საკმაოდ დიდია. თუმცა, მხოლოდ ბუნებრივი პირობები არ არის საკმარისი ადგილის ტურისტულად მიმზიდველობისთვის. აქ, უკვე ადგილობრივი მაცხოვრებლების დიადი გეგმები, მონდომება და დონორების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ტურისტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტების და სერვისების შეთავაზებას....

მესტიაში მაშველებმა ერთი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ მესტიაში, გულის უღელტეხილზე იმყოფებოდა ტურისტი, რომელიც ითხოვდა მაშველების დახმარებას. ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოში აშშ-დან შემოვიდა სპეციალური ზარი კომპანიიდან, სადაც დაფიქსირდა მესტიაში მყოფი ტურისტების SOS სიგნალი და კოორდინატები. შეტყობინების ინიციატორის გადმოცემით,...