ვიკა ფილფანი, შოვში, მოხალისედ წავიდა

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, შოვში, მეგობრებთან ერთად, მოხალისედ წასული ვიკა ფილფანი ამბობს, რომ სტიქიის ზონაში, მოხალისედ იმდენი ხანი დარჩება, რამდენიც საქმეს დასჭირდება. ახლა მას და მის მეგობრებს, შოვში, მაშველები, სამძებრო-სალიკვიდაციო სამუშაობის მონაწილეები "შოვის ანგელოზებს" ეძახიან. მესტიის ახალგაზრდა აქტივისტი, საკრებულოს წევრი, სვანეთისთვის გაკეთებული არაერთი კეთილი საქმის ავტორი, პროფესიით იურისტი, კულტურული მემკვიდრეობის...

სტიქიამ მესტიის მუნიციპალტეტში პრობლემები შექმნა

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარემ სრულად გაანადგურა სოფელ ადიშისკენ მისასვლელი გზის რამდენიმე მონაკვეთი. ამ დროისთვის სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს და გადაადგილება შეუძლებელია. სტიქიამ ასევე დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ადიშის, იფარის, კალას და უშგულის მოსახლეობას. ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის...

სოფელ ჟაბეშში მეწყერმა პრობლემები შექმნა

სოფელ ჟაბეშში უხვი ნალექისგან გამოწვეულმა მეწყერულმა პროცესმა პრობლემები შექმნა. არსებულ ვითარებას სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, მესტიის მერთან ერთად გაეცნო. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოვარდნილმა ღვარცოფმა 2 ხიდი და 4 ხიდბოგირი დააზიანა. რის გამოც 15 მდე ოჯახს საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდული აქვს. ადგილზე გაწმენდითი სამუშოები აქტიურად...