Svaneti DMO ჩინეთში, "ITB China 2026"-ზეა წარმოდგენილი, რომელიც აზიის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ მოვლენად ითვლება. Svaneti DMO-ს ინფორმაციით, წელს, ამ გამოფენაზე საქართველო განსაკუთრებული, პარტნიორი ქვეყნის სტატუსით არის წარდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას და მათ შორის სვანეთს, ორმაგად დიდი ყურადღება და საუკეთესო საგამოფენო სივრცე აქვს დათმობილი. უწყების ცნობით,...
პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში 42 ე.წ. მაინერი ამოიღო
პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას. სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა...


