ბეჩოს სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ჯემალ გაბულდანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ახლად რეაბილიტირებული სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა გახსნა. მინისტრის მოადგილე განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად 150 მოსწავლეზე გათვლილ შენობაში მოეწყო ბიბლიოთეკა,...