სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 315 შემთხვევა გამოვლინდა

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 270 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან სამეგრელო-ზემო სვანეთში 315 შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში, დღეს, კორონავირუსის 4901 და გარდაცვალების 74 შემთხვევაა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 595 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 813 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 782 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 901 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა 74 პაციენტი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4...

ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე – 15 22

პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე – 15 22. ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

14 აგვისტოდან, საქართველოში, სამკვირიანი პანდემიაშეზღუდვები წესდება

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. „გაგაცნობთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. როგორც მოგეხსენებათ, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო. ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების და ტენდენციების...

საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტი ჰყავს

საქართველოს პარლამენტმა, ახალი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი ახალი მინისტრთა კაბინეტი და მთავრობა დაამტკიცა.

27 კორონაინფიცირებული სამეგრელო-ზემო სვანეთში

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 396 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 170 შემთხვევა, აჭარა – 8, იმერეთი – 59, ქვემო ქართლი – 11, შიდა ქართლი – 41, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 27, კახეთი – 32, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

19.02.21: სამეგრელო – ზემო სვანეთში კოვიდის 27 შემთხვევაა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 182 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 29, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 27, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.