- ბეჩოში ჩატარდა სვანეთის ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სვანეთის თითქმის ყველა თემიდან ჩამოსულმა 140-მდე მოჭადრაკემ. ღონისძიებას მასპინძლობდა ბეჩოს კულტურის სახლი.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, სვანეთში პირველად გაიმართა მსგავსი მასშტაბისა და ფორმატის საჭადრაკო ღონისძიება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი ახალგაზრდებისა და მოხალისეების აქტიური ჩართულობა -მათი ენთუზიაზმი და ორგანიზებულობა ღონისძიების წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა.
უწყების ცნობით, სვანეთის ჩემპიონატი ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით, 7 ტურად გაიმართა. დროის კონტროლი იყო 10 წუთი მთელ პარტიაზე, თითოეულ სვლაზე 10 წამის დამატებით.
ტურნირის გამარჯვებულები 8 წლამდე ბიჭები:
- კვიციანი დემეტრე
- კვიციანი გიორგი
- ჩართოლანი დემეტრე
ტურნირის გამარჯვებულები 8 წლამდე გოგონები:
- წერედიანი ვიკა
- მარგველანი ლიზი
- თამლიანი ნუცა
10 წლამდე ბიჭები:
- ნიჟარაძე ილია
- ჯაფარიძე დემეტრე
- კვიციანი ანდრია
გოგონები:
- ვერსკიანი ნატალი
- შუკვანი ნია
- ფალიანი ნატალი
12 წლამდე ბიჭები:
- ვეზდენი საბა
- მუშკუდიანი ანდრია
- კვიციანი დათო
გოგონები:
- გურჩიანი ელენე
- გუგუსიანი თინიკო
- კვანჭიანი ბარბარე
14 წლამდე ბიჭები:
- გუგუსიანი სანდრო
- ვიბლიანი ბადრი
- არღვლიანი ლუკა
გოგონები:
- მერლანი ელენე
- კვიციანი ელენე
- კვიციანი თამუნა
16 წლამდე ბიჭები:
- სუბელიანი რომან
- ნიგურიანი ზურაბ
- კახბერიძე ემზარ
18 წლამდე ბიჭები:
- რეზესიძე ბექა
- ვეზდენი ედიშერ
- კვიციანი ნიკა
გოგონები:
- ვიბლიანი ნინო
- ქურდიანი ნინო
- გოშუანი სალომე

