საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) წარმომადგენლები, მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდნენ

  • საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) წარმომადგენლები, მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდნენ და სააგენტოს მასშტაბური პროექტის „მოგზაურობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამყაროში“ შესახებ ლექცია გამართეს.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი გახლდათ ადგილობრივ ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის ამაღლება და GITA-ს პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივ ახალგაზრდებს წარუდგინეს ინოვაციების და ტექნოლოგიების ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაცია და შემეცნებითი ლექცია, გააცნეს ასევე სააგენტოს 2026 წლის ღონისძიებების კალენდარი და ყველა პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ღონისძიება დასრულდა 3D მოდელირებისა და ბეჭდვის პრაქტიკული სემინარით.