15 მაისი ქართული კინოს დღეა

  • მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქართული კინოს დღეს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი წარადგენს ქართული კინოს მარათონს.

უწყების ცნობით, მესტიის მუნიციპალიტეტიც უერთება ქართული კინოს დღეს და შერჩეული ფილმებიდან მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი Center of Art & Culture of Mestia-ის გარე სივრცეში ნაჩვენები იქნება ქართული ფილმი “დიდი მწვანე ველი“, რეჟისორი – მერაბ კოკოჩაშვილი. ფილმი წარმოდგენილი იქნება ინგლისური სუბტიტრებით.

დასაწყისი: 20:00 საათზე.

კინოჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.