მესტიაში იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 14 პირია დაკავებული. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს, მესტიის რაიონული სამმართველოს და ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი – 1976 წელს დაბადებული გ.ა. და 1976 წელს დაბადებული მ.ჭ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა გ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 118 ვაზნა. მ.ჭ.-ს სახლიდან საცხოვრებელი სახლიდან კი ამოღებულია შაშხანა, 6 მჭიდი, ხელყუმბარა, პისტოლეტი და 123 ვაზნა.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 260-ე მუხლით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში”.-აღნიშნულია შსს ინფორმაციაში.