სვანეთში მცხოვრები დევნილი მეწარმეებისთვის ახალი პროგრამა იწყება

  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად, 7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან.

უწყების ცნობით, ჯამში, გრანტს 25 მეწარმე მიიღებს, რომლებიც მინიმუმ ერთი დევნილის ან ეკომიგრანტის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ. პროგრამაში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარისა და სვანეთის რეგიონებში ეწევიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *