მესტიის მერია-გამორთეთ ე.წ “მაინერები”

  • მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას მიმართავს:

“მოსახლეობის საყურადღებოდ! სს “ენერგო პრო-ჯორჯიას“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება კრიტიკულად არის გაზრდილი.

ჭარბი მოხმარების გამო ქვესადგური მუშაობს ბოლო ზღვარზე და ამოწურულია ყველანაირი რესურსი, რის გამოც არსებობს საფრთხე, რომ სისტემა გაითიშოს და მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს.

მოგიწოდებთ გაითვალისწინოთ შექმნილი მდგომარეობა და გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. გამორთეთ ე.წ “მაინერები” და ყველა ის მოწყობილობა რომელიც არ არის საჭირო საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის და მოახდინეთ ელექტროენერგიის ეკონომიური ხარჯვა! მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.