მესტიაში ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

მესტიის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა ქალაქ ზუგდიდში გაიმართა. გადამტვირთავი სადგური მესტიასა და მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებს მოემსახურება. მსგავსი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებისა და გადაზიდვის უფრო ეფექტიან ორგანიზებას და შეამცირებს ტრანსპორტირების დროსა და ხარჯებს. ამასთანავე, გადამტვირთავი სადგურის ოპერირება შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა...