გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი. “23 მაისის დღის ბოლოდან 25 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების...

