26 მაისის ღონისძიებების პროგრამა მესტიაში

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, მესტიაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.

იხილეთ პროგრამა:

11:00 – ფოტოზონები, საინფორმაციო სტენდები;

12:00 – საზეიმო მსვლელობა – კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მონაწილეობით;

12:00-17:30 – ბავშვთა გასართობი სივრცე: სახის მოხატვა, სპორტული შეჯიბრებები და სხვადასხვა გასართობი აქტივობები;

12:00-19:30 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; კულინარიული მასტერკლასი;

14:30-16:30 – ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი

16:30 -კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა;

17:10 – საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი – ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო“;

17:30-19:30 – გალა კონცერტი.