მესტიის მუნიციპალიტეტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი, ჭოუ ციენი სტუმრობდა

მესტიის მუნიციპალიტეტს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი, ჭოუ ციენი ესტუმრა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერთან, კაპიტონ ჟორჟოლიანთან საქმიანი შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ნინო ვიბლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მაიზერ ჯაფარიძე და ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობის ხელმძღვანელი, ირაკლი მიქიანი. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,...