- სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით თემატური ბანაკის მონაწილეთა შერჩევას იწყებს.
- თუ ხარ 18-29 წლის ახალგაზრდა;
- ცხოვრობ მესტიის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელში;
- გაქვს ბანაკში მონაწილეობის მოტივაცია;
- 2025 წელს არ მიგიღია მონაწილეობა ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ განხორციელებულ ბანაკებში;
მაშინ დარეგისტრირდი, ეს შესაძლებლობა შენთვის არის
– https://forms.gle/nDTRVQNBaEPp2ukB7
განაცხადები მიიღება 13 მარტის ჩათვლით. თემატური ბანაკი გაიმართება დაბა ბაკურიანში.
საბანაკე პროგრამა ოთხდღიანია და შესაძლებლობა გექნება ჩაერთო კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებში.
ბანაკის მიზანია არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების პიროვნული და სოციალური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სოციალური პასუხისმგებლობების პოპულარიზაცია/წახალისება, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება აქტიური მოქალაქეობისა და პატრიოტული ღირებულებების შესახებ.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

