დედაენის დღესთან დაკავშირებული, შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიება

  • დედაენის დღესთან დაკავშირებით, ა(ა)იპ „მესტიის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის“ ორგანიზებით, მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრში შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა.

საღამოს ორგანიზატორმა და წამყვანმა, თამარ შუკვანმა, ისაუბრა ქართული ანბანის უნიკალურობაზე და ისტორიულ მნიშვნელობაზე.

დამსწრე საზოგადოებას დედაენის დღე მიულოცა და წარმატება უსურვა, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დარგობრივმა კურატორმა განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხებში, ლევან კიკვიძემ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც თემატური და საინტერესო შემოქმედებითი აქტივობებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.

შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს, ქართული ენის დაცვის – დედაენის დღე აღინიშნება.

ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს