24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება

  • fპრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. 63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები,

გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთვასდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტი სადაც საახალწლო ღონისძიება გაიმართება მესტიის მუნიციპალიტეტია.

ხვალ, 24 დეკემბერს მესტიაში საახალწლო ღონისძიებები ორ საათზე დაიწყება. მანამდე კი დღეს მთელი დღის განმავლობაში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა. ეწყობა სცენა და საახალწლო სოფელი. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. საღამოს საათებში გაიმართება როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტები.

ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიევერკით. ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.

ფოტო:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *