“ლაჯანურის” ელექტრო გადამცემი ხაზის ფუნქციონირება აღდგენილია

  • სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ, ურთულეს კლიმატურ პირობებში განხორციელებული რამდენიმე დღიანი ინტენსიური სამუშაოების შედეგად, „ლაჯანურის“ ელექტრო გადამცემი ხაზის ფუნქციონირება აღდგენილია. დღეის მდგომარეობით, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოხსნილია დროებითი გრაფიკი, რომელიც ჩვენს მიერ, 24 დეკემბერს იქნა გამოქვეყნებული.

პრობლემად რჩება მუნიციპალიტეტში არსებული მაღალი მოხმარება, რის გამოც კვლავ არსებობს დაზიანების საფრთხე. განსაკუთრებით ეს ეხება დაბა მესტიას. როდესაც მესტიის „ფიდერი“ ვერ უძლებს გადამეტებულ ხარჯვას, ელექტროენერგიის მიწოდება ავტომატურად ეთიშება დაბა მესტიას. „ფიდერი 1“ -ის ხელახლა ჩართვის შემდეგ კი ელექტროენერგია ეთიშებათ კონკრეტულად იმ უბნებს, სადაც ელექტროენერგიის ხარჯვითი წილი განსაკუთრებით მაღალია.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები, იმ უბნების და ლოკაციების გამოსავლენად, სადაც ელექტროენერგიის მოხმარება განსაკუთრებით მაღალია.

გატარდება ქმედითი ღონისძიებები და შესაბამისი ორგანოები, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაიწყებენ უკანონო „მაინერების“ ამოღებას.

ამოღებული „მაინერების“ და მათი მფლობელების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *