სვანური ზარი არ უნდა დაიკარგოს

  • სვანური სამგლოვიარო სიმღერა – მოთქმაა, ის სვანეთის ეთნოგრაფიის ყოფამ დღემდე უნაკლოდ და სახეუცვლელად შემოინახა. ზარს დაკრძალვის დღეს ოჯახში,  შემდეგ სასაფლაოზე ასრულებს ზარის მომღერალთა გუნდი.

 სვანური ზარი არის ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ერთეული, რომელიც ჯერ კიდევ, თანამედროვე ყოფაში გვხვდება. არსებობენ მისი ცოცხალი მატარებელნი (შემსრულებლები), მაგრამ შესაძლებელია გაქრობის საფრთხე დაემუქროს, ამიტომ პრევენციული ზომების გასატარებლად სვანურ ზარს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც გულისხმობს მის იდენტიფიკაციას, დოკუმენტირებას, კვლევას, დაცვას, აღორძინებას, ფორმალური და არაფორმალური განათლების მეშვეობით ახალგაზრდა თაობისათვის მის გადაცემას, საერთაშორისო მასშტაბით მის პოპულარიზაციას. სწორედ იმ მიზნით, რომ გაგვეგო, რამდენად ფლობს სვანი ახალგაზრდები ინფორმაციას სვანური ზარის შესახებ და რამდენი 30 წლამდე ახალგაზრდა არის დაინტერესებული მისი შესწავლით, შევადგინე საგანგებო კითხვარი და ჩავატარე კვლევა მულახის რამდენიმე სოფლის მასშტაბით. მინდა გითხრათ რომ შედეგი არცთუ ისე სახარბიელო და დამაიმედებელი აღმოჩნდა. ახალგაზრდებს არ აქვთ ინფორმაცია სვანური ზარის 7 ვარიანტის და მისი შემსრულებლების შესახებ, ასევე 30 წლამდე გამოკითხული ახალგაზრდებიდან არავინ არ ფლობს ზარის შესრულების უნარ-ჩვევებს.

სვანური ზარი, მისი შემსრულებლების განმარტებით, როგორც განსაკუთრებული მუსიკალური კომპონენტი, რომელიც ქმნის ემოციურ კულმინაციას და წარმოადგენს მაღალი მხატრული ღირებულების მრავალხმიან მუსიკალურ ნიმუშს, სვანური კულტურული მრავალფეროვნების დასტურია.

ისინი ამბობენ, რომ სვანური ზარი ყოველთვის გამოირჩეოდა სხვა კუთხის სამგლოვიარო სიმღერებისგან და ამიტომაც შემორჩა დღემდე. მის შენარჩუნებას, აგრეთვე, ტრადიციების მოყვარულ სვან ხალხს უნდა ვუმადლოდეთო. მათი განმარტებით, დაკრძალვის დღეს, არაერთი გუნდი ასრულებს სამგლოვიარო ზარს, გარდაცვლილის ნათესავებს, რომლებიც სვანეთის სხვადსხვა თემში ცხოვრობენ, მოჰყავთ ზარის შემსრულებელთა გუნდები, ადრე მიცვალებულის საფლავთან ზარს ცალ-ცალკე ქალებისა და მამაკაცების გუნდები ასრულებდნენ. ზარი სამხმიანი სიმღერაა, რომელსაც აუცილებლად ერთი სოლისტი იწყევს, რომელსაც უერთდება  მეორე და მესამე ხმა. განასხვავებენ უშგულის, იფარის, მულახის, ლატალის, ბეჩოს ზარს, ასევე ასკოვანი გარდაცვლილი ადამიანისთვის, რომელსაც შთამომავლები ყველა ცოცხალი ჰყავს, ასრულებენ განსაკუთრებულ ზარს.

ვთვლი, რომ ჩემი კვლევა სვანური ზარის შესახებ, მნიშვნელოვანია და მინდა ჩემი ინიციატივა შევთავაზო მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს, გამოვიყენოთ თოთოეულმა ჩვენი თემის ზარის შემსრულებლების ცოცხალი პოტენციალი და სკოლებში ფორმალური თუ არაფორმალური გზით ხელი შეუწყოთ სვანური ზარის შესწავლა პოპულარიზაციას.

მაკა ქურდიანი,   

მულახის საჯარო სკოლის  მოსწავლე

პ.ს. მასალა წაკითხულიქნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლის კონფერენციაზე “ნორჩი მკვლევარი”

ფოტო: ინტერნეტწყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *