სვანური დღესასწაულები-“ელობ”

  • ”ელობ”ანუ-ელიობა 2 აგვისტოს იმართება სვანეთში. ძირითადად, დღესასწაულობენ ბეჩოელები და ჯგრანაშელები.

ელობაზე, სოფლის მოსახლეობა, მიდის ელიას სახელობის ტაძარში. ლოცვის შინაარსი სხვა დღესასწაულებისგან განსხვავდება. ამ დღესასწაულზე შესთხოვენ უფალს უხვ მოსავალს და კარგ ამინდებს იმისთვის, რომ ნათესები არ გაუფჭდეთ. იქვე მოწყობილ ქვაზე ცხვება სეფისკვერები და ხაჭაპური. ლოცვის შემდეგ იმართება ტრაპეზი.

წყარო: ინტერნეტი