ნაკრა-დიზის მონაკვეთზე ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

  • სს “ენერგო პრო-ჯორჯიას” ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში, ნაკრა-დიზის მონაკვეთზე, დიდთოვლობის გამო, ჩამოვარდა 35 კვტ. ელექტროგადამცემი ხაზი.

ამ დრომდე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები ადგილობრივი ტექნიკური ჯგუფის მიერ. დამატებით მობილიზებულია რეგიონული ტექნიკური ჯგუფი, რომელიც ჩაერთვება აღდგენით სამუშაოებში.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღის განმავლობაში უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.