მესტიის მუნიციპალიტეტი უერთდება ქართული კინოს დღეს

  • ქართული კინოს დღეს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი წარადგენს ქართული კინოს მარათონს.

კინოჩვენებები მოეწყობა მთელი დღის მანძილზე, როგორც თბილისში, ასევე, საქართველოს რეგიონებში.

ქართული კინოს 115 წლიანი მრავალფეროვანი ისტორიიდან მარათონის პროგრამა მაყურებელმა ღია გამოკითხვის მეშვეობით შეარჩია.

მესტიის მუნიციპალიტეტიც უერთდება ქართული კინოს დღეს და შერჩეული ფილმებიდან მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი Center of Art & Culture of Mestia-ს გარე სივრცეში ნაჩვენები იქნება ქართული ფილმი „დიდი მწვანე ველი“, რეჟისორი – მერაბ კოკოჩაშვილი.

ფილმი წარმოდგენილი იქნება ინგლისური სუბტიტრებით.

დასაწყისი: 20:00 საათი.

ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.