მესტიაში მიხეილ ხერგიანის ღია საერთაშორისო მემორიალური ტურნირი გაიმართა

  • 20-23 ოქტომბერს მესტიაში ,,კლდის ვეფხვად,, წოდებული სახელოვანი მთამსვლელის მიხეილ ხერგიანის ტრადიციული ღია საერთაშორისო მემორიალური ტურნირი გაიმართა მეკლდეურობაში (სპორტულ ცოცვაში).

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიხეილ ხერგიანის სახელობის მემორიალი მესტიაში უკვე 12 წელია ტარდება და მონაწილეობას იღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მეკლდეურები.

წელს შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს კლუბი პროქლაიმბის, თბილისის, ნიქოზის და მესტიის მეკლდეურთა ნაკრებმა გუნდებმა. შეჯიბრი სამ სახეობაში ხელოვნურ რელიეფზე რთულ, სწრაფ და ჭალაადის ბუნებრივ კლდეებზე ინდივიდუალურ ცოცვაში ჩატარდა.

20-21 ოქტომბერს საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართა, ხოლო 22-23 ოქტომბერს ფინალები. გამარჯვებულ სპორტსმენთა შორის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: რთული ცოცვა ვაჟები: პირველი ადგილი – ბერდია მერლანიმეორე ადგილი – სოსო გაბულდანი, მესამე ადგილი – ნიკოლოზ ბერუაშვილირთული.

ცოცვა გოგონები: პირველი ადგილი – ნიცა თვაური, მეორე ადგილი – მარიამ მელანაშვილი, მესამე ადგილი – მარიამ კიწმარიშვილი.

სწრაფი ცოცვა ვაჟები: პირველი ადგილი – ბერდია მერლანი, მეორე ადგილი – ნიკა იოსელიანი, მესამე ადგილი – სოსო გაბულდანი.

სწრაფი ცოცვა გოგონები: პირველი ადგილი – მარიამ გიგანი, მეორე ადგილი – ნიცა თვაური, მესამე ადგილი – სალომე სანაძე. ინდივიდუალური ცოცვა ბუნებრივ კლდეებზე ვაჟები: პირველი ადგილი – გიორგი ჯაფარიძე, მეორე ადგილი – ავთანდილ ქურასბედიანი, მესამე ადგილი – სოსო გაბულდანი.

ინდივიდუალური ცოცვა ბუნებრივ კლდეებზე გოგონები: პირველი ადგილი – მარიამ იოსელიანი, მეორე ადგილი – ნიცა თვაური, მესამე ადგილი – მარიამ კიწმარიშვილი.

გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონი გახდა მესტიის ნაკრები გუნდი, რომელსაც გადაეცა მიხეილ ხერგიანის სახელობის გარდამავალი თასი. მეორე ადგილი დაიკავა კლუბმა პროქლაიმბმა, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა თბილისის ნაკრები გუნდი.

შეჯიბრების დასრულების შემდეგ დაჯილდოვების ცერემონიალი მიხეილ ხერგიანის სახლ- მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე, თავმჯდომარის მოადგილე ზაურ ჩართოლანი, მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლადო გურჩიანი, ასევე ფედერაციის სხვა წარმომადგენლები და გულშემატკივრები. დაჯილდოვების ცერემონიალი დასრულდა მესტიის ფოლკლორულ ანსამბლ ,,რიჰოს” მიერ შესრულებული სიმღერებით.

ტურნირის გამარჯვებული სპორტსმენები საქართველოს მეკლდეურობის ეროვნულმა ფედერაციამ დააჯილდოვა ფულადი პრიზებით, თასებით, მედლებით და დიპლომებით.

პრიზიორები დააჯილდოვეს საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელემა პირებმა და მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

ტურნირის ორგანიზატორი და ფინანსური მხარდამჭერია სპორტის სამინისტროს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა) იპ სპორტის სამსახური.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *