მესტიამ მთის ფილმების საერთშორისო ფესტივალს უმასპინძლა

  • მესტიის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერთ და თანადაფინანსებით მესტიამ მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების N1 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა. ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიალი მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში შედგა. ფესტივალი მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ქალბატონმა ნელი ნავერიანმა გახსნა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე შემოსული 2320 ფილმიდან საკონკურსოდ, 37 ფილმი შეირჩა, არასაკონურსოდ კი 7 ფილმი იქნა ნაჩვენები სპეციალურ სექციებში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, ფესტივალის პარტნიორის, ცნობილი გერმანული კომპანიის კინოს და ვიზუალური ხელოვნების ინსიტუტის – ARSENAL – სექცია, რომელმაც სპეციალურად მესტიის ფესტივალისთვის, ნანა ჯორჯაძის გახმაურებული ფილმი „ატლანტი“ აღადგინა და აღდგენილი ვერსიის პრემიერა სწორედ მესტიის მოკლემეტრაჟიან და მთის ფილმების ფესტივალზე შედგა. გამოვლინდა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი და საუკეთესო მთის თემატიკის ფილმები.

გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები. ფესტივალზე ასევე დასახელდა ორი განსაკუთრებული პრიზის მფლობელი – საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო კინოგამოსახულება, ასევე გრან პრი.

გამარჯვებული ფილმები გამოავლინა საერთაშორისო ჟიურიმ, რომლის წევრები იყვნენ ნანა ჯორჯაძე -თავმჯდომარე, ბარბარა გასერი – კინო ჟურნალისტი, „ოქროს გლობუსის“ ჟიურის წევრი ავსტრიიდან, ზვიად დოლიძე – კინოისტორიკოსი საქართველოდან, ემილის ველივისი – ცნობილი კინორეჟისორი ლიეტუვადან, ვლადიმერ კარაჩევსკი – კინოსტუდია „ბელარუსფილმის“ და კინოფესტივალ „ლისტალადის“ გენერალური დირექტორი, პროდიუსერი ბელარუსიიდან.

ფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ:საუკეთესო როლი – მიშა გომიაშვილი, ლალი კიკნაველიძის ფილმში. საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „ლატარია“ (ბანგლადეში). საუკეთესო მხატვრული გადაწყვეტილება – „თანაარსებობა“ (ირანი). საუკეთესო მთის თემატიკის ფილმი – “K2 და უხილავი მთამსვლელები” (პაკისტანი/აშშ).

ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა ერგო სპარტაკ ფარჯიანის ფილმს „ხოჩა მაარე“, რომელიც მან ბორის კახიანის ხსოვნას მიუძღვნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *