ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მესტიაში

  • 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ა(ა)იპ მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა აქტივობას ბაშვებისთვის.

ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის საგამოფენო სივრცეში მოეწყო სახელოვნებო სკოლის, სამხატვრო და ხელგარჯილობის ჯგუფების ნამუშევრების გამოფენა. გამოფენასთან ერთად მოსწავლეებმა ჩაატარეს მასტერკლასები ბავშვებისთვის.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი, სადაც მონაწილეობა მიიღო და ფოლკლორული ნომრები წარმოადგინა მესტიის სალოტბარო სკოლამ, ასევე კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თეატრალური სტუდიის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პერფორმანსი, ხოლო ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის ბავშვებმა, მუსიკალურ ნომრებთან ერთად შეასრულეს საფორტეპიანო ეტიუდები სხვადასხვა ნაწარმოებებიდან.

ღონისძიება დასრულდა შთამბეჭდავი წარმოდგენით „უშბა და თეთნულდი“ ცენტრის თეატრალური სტუდიის მოზარდი თაობის მონაწილეობით.