მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი, მხატვარ დავით მურაჩაშვილის პერსონალურ გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს

  • 11-18 ივნისს, მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი მხატვარ დავით მურაჩაშვილის პერსონალურ გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს.

მხატვრის ნამუშევრები ინახება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში ისლანდიიდან სამხრეთ აფრიკამდე. საქართველოში ეს მისი პირველი გამოფენაა.

გამოფენა ტარდება მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმის, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისა და DMO სვანეთის მხარდაჭერით.