“ინფორმირებული და კანონიერი მიგრაციის მხარდაჭერა”

  • მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის სააქტო დარბაზში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) გამართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე “ინფორმირებული და კანონიერი მიგრაციის მხარდაჭერა“.

შეხვედრის მიზანი გახლდათ უსაფრთხო მიგრაციის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ადამიანით ვაჭრობა/ტრეფიკინგი, უვიზო მიმოსვლა, უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული რისკები, საქართველოდან ემიგრაცია, საქართველოში დაბრუნება და სხვა.

შეხვედრას მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი, მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაურ ჩართოლანი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო კამპანია ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.