ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა მესტიაში

  • მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაბა მესტიაში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომლის საორიენტაციო ღირებულება 6 525 000 (ექვსი მილიონ ხუთას ოცდახუთი ათასი) ლარს წარმოადგენს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა საფეხბურთო მოედანი (პარამეტრები (მეტრი): 101X66), ტრიბუნა და პარკინგი, ასევე ადმინისტრაციული, დაცვისა და დამხმარე ტექნიკური შენობები.

სტადიონი 300 მაყურებელზეა გათვლილი ტრიბუნითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით (გასახდელები, სველი წერტილები, დაცვის ჯიხური და სხვა). შენობაში წარმოდგენილი იქნება საოფისე და სასაწყობე სივრცეები, ასევე სპორტსმენებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა დანიშნულების ოთახები.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის ფუნდამენტის მოწყობის მონოლითური სამუშაოები, უახლოეს დღეებში დაიწყება რკინაბეტონის ღობის მშენებლობის და მოედნის არეალში ინერტული მასალით შევსების სამუშაოები.

ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები დასრულდებ ორი წლის ვადაში.

სამშენებლო სამუშაოებს სახელმწიფო შესყიდვების ელექრტონულ ტენდერში (NAT260002791) გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ართვინ ჯორჯია“ ასრულებს.