ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა მესტიაში

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაბა მესტიაში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომლის საორიენტაციო ღირებულება 6 525 000 (ექვსი მილიონ ხუთას ოცდახუთი ათასი) ლარს წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საფეხბურთო მოედანი (პარამეტრები (მეტრი): 101X66), ტრიბუნა და პარკინგი, ასევე ადმინისტრაციული, დაცვისა და დამხმარე ტექნიკური შენობები....