მესტიელი სამბისტების წარმატება გურამ გუგავას ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირზე

  • ლენტეხმა სამბოში დამსახურებული მწვრთნელის, გურამ გუგავას ხსოვნისადმი მიძღვნილ რესპუბლიკურ ტურნირს უმასპინძლა. 10 და 11 ივლისს გამართულ შეჯიბრებაში მონაწილეობა მესტიის მუნიციპალიტეტის გუნდმაც მიიღო, რომელიც ასპარეზობაზე 9 სპორტსმენით წარსდგა.

ააიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის ინფორმაციით, მესტიელმა სამბისტებმა ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილების მოპოვება შეძლეს:

ააიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის ინფორმაციით, მესტიელმა სამბისტებმა ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილების მოპოვება შეძლეს:

  • მიქაელ კვანჭიანი – I ადგილი (46 კგ. წონითი კატეგორია)
  • აბდელანი ესავ – II ადგილი (38 კგ. წონითი კატეგორია)

გუნდს ტურნირზე ხელმძღვანელობდნენ და წინამძღოლობდნენ წარმომადგენლები: ჯემალ კვანჭიანი და მაიზერ ჯაფარიძე.