მესტიის მუნიციპალიტეტში ორი ახალი სკოლის მშენებლობა სრულდება

  • ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერსა და სოფელ ყარსგურში საჯარო სკოლების მშენებლობას ასრულებს.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, სოფელ ჭუბერსა და სოფელ ყარსგურში ახალი საჯარო სკოლები 150 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია. განახლებული შენობები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

დასრულებული სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ქვარა ჩართოლანმა დაათვალიერა.