სვანეთში აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ბანაკი მოეწყო

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ჩართულობითა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, სვანეთში აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ბანაკი მოეწყო.

“ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების განმტკიცების ხელშეწყობის მიზნით, მონაწილეები არაფორმალურ საგანმანათლებლო გარემოში საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებს გაეცნენ. პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებმა სვანეთის ისტორიული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს, მონაწილეობა მიიღეს გუნდურ, შემეცნებით და კულტურულ აქტივობებში.

პროექტი განხორციელდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ისეთ საგანმანათლებლო და შემეცნებით პროექტებს, რომლებიც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების საქართველოს ისტორიულ-კულტურულ სივრცესთან მჭიდრო კავშირის გაძლიერებას ემსახურება.”-აღნიშნულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.