დასრულდა მუხრან შუკვანის სახელობის გარდამავალი თასის ტურნირი

  • დასრულდა მუხრან შუკვანის სახელობის გარდამავალი თასის ტურნირი მინი ფეხბურთში, სადაც პირველი ადგილი მოიპოვა ლენჯერის გუნდმა (ანგარიში 1:0), მეორე ადგილზე გავიდა თავდაცვის ძალების გუნდი „არმია“, მესამე ადგილი მიიღო მესტიის №1 ნაკრებმა გუნდმა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამარჯვებული გუნდის ყველა წევრს გადაეცა მედლები, სიგელები და სვანეთის თემატიკის ფასიანი საჩუქრები.

დაჯილდოების შემდეგ სტუმრები, მეგობრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ISAF-ის მისიაში გმირულად დაღუპული უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის საფლავზე მივიდნენ და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.