- სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმმა, ოზურგეთის კულტურის და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრთან არსებულ, ქალთა კამერულ ანსამბლს „რეხეულს“ უმასპინძლა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება მესტიის ფოლკლორის ცენტრის ორგანიზებით დაიგეგმა. კონცერტზე მესტიის სალოტბარო სკოლაც წარსდგა სვანური და ქართული საგალობლებით.
ქალთა ანსამბლ „რეხეულის“ ხელმძღვანელი, ფოტინე გორდელაძე, ასევე გახლავთ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის ლობარი.
ანსამბლის ქართული ხალხური და ქალაქური ფოლკლორით გაჯერებულმა მუსიკალურმა შემოქმედებამ, მაყურებლის აღფრთოვანება დაიმსახურა. სასიამოვნო და ემოციური საღამო ერთობლივად შესრულებული მუსიკალური ნომრით დასრულდა.