- მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, „მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიულ გაერთიანებაში“ უფასო ოფთალმოლოგიური კონსულტაციები მიმდინარეობს. კონსულტაციები 11 ივნისამდე გაგრძელდება.
უწყების ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას კონსულტაციებს უწევენ მოწვეული ოფთალმოლოგები: ოფთალმოლოგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა ხოტენაშვილი, ექიმები, ნათია ქესანიშვილი, ეკა ერაძე და ქეთი ოქრუაშვილი.
აღნიშნული კვლევები შ.პ.ს. „მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიულ გაერთიანების“ და მესტიის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ხორციელდება.
მიღების საათები განსაზღვრულია 10:00 დან 18:00 საათამდე.