- მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მიმართავს და ინფორმაციას ავრცელებს:
“ბოლო დღეების განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება კრიტიკულად არის გაზრდილი და ამოწურულია ყველანაირი რესურსი. რის გამოც სისტემა გათიშულია და ვერ ხერხდება მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.
იმისთვის, რომ მოხერხდეს ელექტროენერგიის ჩართვა, საჭიროა ყველა ოჯახში, თითოეულმა ჩვენგანმა ელექტროენერგიის წყაროდან გამოვრთოთ ყველანაირი ტექნიკა (მაინერი, ფეჩი, მაცივარი და ა.შ), იმისთვის, რომ სისტემის ჩართვის დროს არ შეიქმნას შეფერხება და არ მოხდეს ავტომატური გათიშვა. ამის შემდეგ საჭიროა თითოეულმა ჩვენგანმა, შესაძლებლობების ფარგლებში ეკონომიურად მოვახდინოთ ელექტროენერგიის მოხმარება და ჩავრთოთ მხოლოდ ის მოწყობილობები რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.