29 აპრილს, “სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა

  • 29 აპრილს, დაბა მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის თეატრის საგამოფენო სივრცეში მოეწყობა “სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნების გამოფენა-გაყიდვა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამოფენის მიზანია გამომცემლობის წიგნები უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახადოს მკითხველთათვის და გაზარდოს წიგნიერება ქართულ საზოგადოებაში.

გამოფენა გაიმართება 12:00-დან 16:00 საათამდე.