მესტიის მუნიციპალიტეტის და ფინდიქლის მუნიციპალიტეტის მერები ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს

  • ხვალ, 2 მაისს, საღამოს 6 საათზე, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი Center of Art & Culture of Mestia-ში, მესტიის მუნიციპალიტეტისა და თურქეთის რესპუბლიკის ფინდიქლის მუნიციპალიტეტის მერები ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მემორანდუმი გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას ორ მუნიციპალიტეტს შორის ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სოციალურ და ტურიზმის სფეროებში.

ღონისძიების ფარგლებში, მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, თეატრში მაყურებლის წინაშე წარსდგება ფინდიქლის მუნიციპალიტეტის ქალთა ანსამბლი და მესტიის ფოლკლორული ანსამბლი “რიჰო”.

ფინდიქლის მუნიციპალიტეტის მხრიდან აგრეთვე წარმოდგენილი იქნება ფოტოგამოფენა.