სოფელ ჟაბეშში მეწყერმა პრობლემები შექმნა

  • სოფელ ჟაბეშში უხვი ნალექისგან გამოწვეულმა მეწყერულმა პროცესმა პრობლემები შექმნა. არსებულ ვითარებას სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, მესტიის მერთან ერთად გაეცნო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოვარდნილმა ღვარცოფმა 2 ხიდი და 4 ხიდბოგირი დააზიანა. რის გამოც 15 მდე ოჯახს საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდული აქვს.

ადგილზე გაწმენდითი სამუშოები აქტიურად მიმდინარეობს, სიტუაციის ნორმალიზებისთანავე მოეწყობა დროებითი ხიდი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ. ადგილზე დღეს გეოლოგები ჩავლენ და დეტალურად შეისწავლიან გამომწვევ მიზეზებს, რის შემდეგაც განისაზღვრება მომავალში გასატარებელი საპრევენციო სამუშაოები.